
ყაზბეგში მყინვარწვერზე ორი რუსი მთამსვლელი დაიღუპა
ყაზბეგში, მყინვარწვერზე ორი მთამსვლელი დაიღუპა - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ადასტურებს. ცხედრები სამაშველო სამსახურის ვერტმფრენით გადმოასვენეს.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები მთაზე თოკებიდან მოწყდნენ.
შემთხვევა 5 ოქტომბერს მოხდა.
კომენტარი