
ფალიაშვილის ქუჩაზე უბედურ შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა
თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, უბედური შემთხვევის შედეგად, 3
წლის ბავშვი დაიღუპა. მცირეწლოვანი ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარის გარემოებები ამ ეტაპზე უცნობია. არსებული ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარი