
გაზის გაჟონვის შედეგად კლინიკებში 400-მდე ადამიანი მოხვდა
სამხრეთკორეული კომპანია LG Chem Ltd-ის განცხადებით, ინდოეთში, მის ქარხანაში მომხდარი გაზის გაჟონვა კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, კლინიკებში 300-400 ადამიანია მოთავსებული. ახლომდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.
ქალაქ ვისახაპატნამში პოლიმერების ქარხანაში გაზის გაჟონვა დილის 3 საათზე მოხდა. თავიდან ვრცლდებოდა ინფორმაცია 8 დაღუპულის შესახებ.
კომენტარი