
ქართველი ლამაზმანის წარმატება სილამაზის საერთაშორისო კონკურსზე
პირველად სილამაზის კონკურს "Miss Freedom"-ზე მონაწილეობა ქართველმა გოგონამ მიიღო და წარმატებასაც მიაღწია. 50 გოგონას შორის თამუნა ვაშალომიძე საუკეთესო ათეულში მოხვდა და "მის პრესას" ტიტულიც მოიპოვა. "დრონი.ჯი" დამწყებ მოდელს ესაუბრა და კონკურსის შესახებ გამოკითხა:
-თამუნა გილოცავ წარმატებას, პირველ რიგში შენი თავი გაგვაცანი.
-მე ვარ თამუნა ვაშალომიძე, 23 წლის. წელს ვამთავრებ სასულიერო სემინარიაში ფსიქოლოგიისა და რელოიგიათმცოდნეობის ფაკულტეტს. ვმუშაობ ტურისტულ კომპანიაში, ვარ გენერალური მენეჯერი.
-როგორ მოხვდი "Miss Freedom"-ზე, რა გამოცდილება გაქვს სამოდელო საქმიანობაში?
-ვთანამშრომლობ სააგენტო "ირაკლეონთან", სწორედ მისმა ხელმძღვანელმა გამიშვა კონკურსზე. რაც შეეხება გამოცდილებას, მის ბიკინზე გამოვედი, ასევე ზალიკო ბერგერის რამდენიმე ჩვენებაში მიმიღია მონაწილეობა, ვსწავლობდი ასევე ია კიწმარიშვილთან "იმიჯ ცენტრში".
-"მსოფლიო მის თავისუფლებაზე" საქართველო პირველად წარსდგა. რომ მოგვიყვე კონკურსის შესახებ - სად ჩატარდა, რამდენი ქვეყანა მონაწილეობდა და შენ რა ტიტული აიღე?
-კონკურსი კოსოვოში ჩატარდა. "მის თავისუფლება" მესამე წელია ტარდება, თუმცა საქართველო ამ კონკურსს წელს პირველად შეუერთდა. სულ 50 გოგონა იღებდა მონაწილეობას, მათგან 10 საუკეთესო გამოგვარჩიეს. იყო 7 ნომინაცია და 3 საპრიზო ადგილი. მე "მის პრესას" ტიტული მომანიჭეს. ძალიან კმაყოფილი ვარ მთლიანი კონკურსით. ორი კვირა გავატარე კოსოვოში. ყოველ დღე დილიდან დაღამებამდე გვქონდა გადაღებები, გვიწვევდნენ სხვადასხვა ადგილას, ვემზადებოდით კონკურსისთვის.
-სამომავლო გეგმებზეც გვითარი, აპირებ სამოდელო ბიზნესში აქტიურად ჩაბმას?
-სიმართლე გითხრათ უკვე დიდი ვარ იმისათვის, რომ მოდელად დავიწყო მუშაობა. არც სამოდელო პროპორციები მაქვს. 1,72 სანტიმეტრი ვარ, რაც შეეხება პროპორციებს - 94-64-91 მაქვს. უფრო ფოტომოდელად მინდა მუშაობა. ეს კონკურსიც მოდელებზე არააგათვლილი. მხოლოდ სიმაღლესა და პარამეტრებს არ აქცევენ ყურადღებას. უყურებენ ტანს, სახეს, როგორ გამოიყურები ბიკინში. ალბათ ამ ყველაფრიდან გამომდინარე გამომარჩიეს მეც.








კომენტარი