
ავარია თბილისში, დაშავებულია ორსული ქალი
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხმძიმე ქალი დაშავდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გულ-მკერდის ზედაპირული ტრავმა მიიღო 31 კვირის ორსულმა. მათივე ინფორმაციით, ქალბატონი ღუდუშაურის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კომენტარი