
ავარია რუსთავში, დაღუპულია ორი ადამიანი
2 ადამიანი ემსხვერპლა რუსთავში მომხდარ ავარიას. “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად 47 და 52 წლის მამაკაცები ადგილზე დაიღუპნენ. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ავარიის მიზეზებს პოლიცია ადგენს.
კომენტარი