
მიხაელ შუმახერი პარიზის საავადმყოფოდან გაწერეს
ექსპერიმენტული მკურნალობა გეგმის მიხედვით დასრულდა - მიხაელ შუმახერი პარიზის საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ პარიზის მედია საშუალებები იუწყებიან.
უცხოური მედიის ინფორმაციით 50 წლის ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი შუმახერი 3 დღის განმავლობაში მკურნალობას გადიოდა. ექსპერიმენტული მეთოდებით შუმახერს სისხლის გადასხმას უკეთებედნენ, რომელშიც ღეროვანი უჯრედები იყო დამატებული.
მიხაელ შუმახერმა 2013 წლის ბოლოს, თხილამურებზე სრიალის დროს ტვინის ტრავმული დაზიანება მიიღო. შუმახერი კომატოზურ მდგომარეობაში 6 წელი იმყოფებოდა. მას შემდეგ მოყოლებული ფორმულა 1-ს მსოფლიო შვიდგზის ჩემპიონი აღდგენითი მკურნალობის კურსს გადიოდა.
კომენტარი