
ზუგდიდიდან ბათუმში სპეცრაზმი გადაიყვანეს
ცოტა ხნის წინ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ასეული ზუგდიდიდან ბათუმში გადაიყვანეს - ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
იმისთვის, რომ ეს შესამჩნევი არ ყოფილიყო, თანამშრომლებს ბენზინები დაურიგეს და საკუთარი მანქანებითვე გაგზავნეს.
"მთავარის" ინფორმაციით, ბათუმში წაიყვანეს დაახლოებით 7-მდე "კობრას" ტიპის ჯავშანმანქანაც.
მობილიზაცია სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას უკავშირდება.
კომენტარი