
ტარკანი გოგონას მამა გახდა - ნახეთ ახალშობილის პირველი ფოტო
პოპულარული თურქი მომღერალი ტარკანი მამა გახდა - მას გოგონა შეეძინა, რომელსაც ლია დაარქვეს. ტარკანის მეუღლემ, პინარ დილეკმა გერმანიაში იმშობიარა.
"ჩვენი გოგო ლია ჩვენთანაა" - ამ სახელწოდებით დაასათაურა მომღერალმა ახალშობილის პირველი ფოტო ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.
როგორც ცნობილი ხდება, ბავშვი ვადაზე ორი კვირით ადრე დაიბადა. მშობლები მას აგვისტოს დასაწყისში ელოდნენ.
კომენტარი