
ჩოხატაურში მამაკაცი მოკლეს
მკვლელობა გურიაში. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
ინფორმაცია შსს-ში ადასტურებენ, თუმცა მომხდარის დეტალებზე უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.
ამ დროისათვის სოფელ გუთურში სამართალდამცველები არიან მობილიზებული და დამატებითი ინფორმაცია მომხდარის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კომენტარი