
გიორგი აბდალაძეს გამოძიება დღეს ხელმეორედ დაკითხავს
ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძეს გამოძიება დღეს ხელმეორედ დაკითხავს.
როგორც "პირWელს" აბდალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა ლადო მაჭარაშვილმა განუცხადა, განმეორებითი დაკითხვა დღეს, 15:00 სთ-ზე კონტრდაზვერვის მეორე სამსახურის მოადგილის ლადო დათაშვილის ინიციატივით გაიმართება.
"გუშინ გამომძიებელმა დაგვირეკა, გვაცნობა, რომ ბრალდებულის განმეორებით დაკითხვა სურს და ადვოკატები გლდანის #8 საპატიმროში დაგვიბარა. რა დამატებითი კითხვები გაუჩნდა გამოძიებას, დღეს შევიტყობთ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არა აბდალაძის, არამედ გამოძიების ინიციატივით ხდება",- განუცხადა "პირWელს" მაჭარაშვილმა.
ამასთან მისივე ინფორმაციით, პროკურატურას საპროცესო შეთანხმების წინადადებით ბრალდებულისთვის ამ დრომდე არ მიუმართავს.
ცნობისთვის დღესვე, დაკითხვის პარალელურად გლდანის #8 საპყრობილესთან ჟურნალისტები საპროტესტო აქციას გამართავენ.
კომენტარი