
საქართველოში iPhone 8-ის გაყიდვები დღეს დილიდან დაიწყო
საქართველოში iPhone 8-ის გაყიდვები დაიწყო. პირველი ექსკლუზიური მოდელის გაყიდვის შემდეგ iPhone 8 2300 ლარის ფარგლებში იყიდება.
პირველი iPhone 8 "აიპლიუსის" (iPhone+) მაღაზიაში 5555 ლარად ირანის მოქალაქემ შეიძინა. მომხმარებელს iPhone უკვე გადაეცა.
როგორც iPhone+ში აცხადებენ, iPhone 8-ზე მოსალოდნელზე მაღალი მოთხოვნაა, შესაბამისად პროდუქციის დამატებითი რაოდენობების შემოტანა გახდა საჭირო.
კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, iPhone X-ის გაყიდვები 3 ნოემბრიდან დაიწყება. საქართველოში პირველი iPhone X-ის ღირებულება 9999 ლარი იქნება.
კომენტარი