ყველაზე დაკუნთული ძაღლი – ვენდი
„დიდი ვენდი“ (Big Wendy) – ასე ჰქვია გიგანტური კუნთების მქონე ძაღლს. მეძებარი გენეტიკური აბერაციით დაიბადა, თუმცა, გული, ფილტვები, ფეხები და თავი თავისი ჯიშის ძაღლისათვის ნორმალური ზომის აქვს. მისი გენური დეფექტი „კუნთების ორმაგ მასაში“ გამოვლინდა.
ძაღლი 27,2 კილოგრამს იწონის. ზედმეტსახელად „არნოლდ შვარცნეგერიც“ კი შეარქვეს. როგორც მისი პატრონი, ინგრიდ ჰანსენი ირწმუნება, გიგანტური ზომისა და საშიში შესახედაობის მიუხედავად, ვენდი ძალიან მეგობრული ძაღლია.
არაოფიციალურად, ვენდი მსოფლიოში ყველაზე დაკუნთულ ძაღლად ითვლება.
კომენტარი