
საქართველოს ციხეებში პატიმართა წამება გრძელდება?
ციხეებში მონიტორინგის ჯგუფის წევრი პაატა შავაძე ბათუმის ნომერ მე-3 დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს.
მისი თქმით, 2 პატიმარი, ციხის ადმინისტრაციის განკარგულებით, კარცერში მოთავსებით დაისაჯა, სადაც გაუსაძლისი პირობებია.
სასჯელაღსრულების მინისტრი კი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტროში ინფორმაცია არ შესულა და მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება მოხდება.
კომენტარი