
კიევში პუტკუნა მოდელების კასტინგი ჩატარდება
17 ივლისს კიევში პუტკუნა მოდელების შესარჩევი ღია კასტინგი ჩატარდება. უკრაინული ტელე არხი "1+1" ახალ პროექტს სთავაზობს მაყურებელს „მოდელი XL”, რომელიც გერმანული გადაცემის „Curvy Supermodel“-ის ანალოგი იქნება. მონაწილეები კი plus size-ისპარამეტრების გოგონები იქნებიან. პროექტი ითვალისწინებს სილამაზის სტანდარატრების შესახებ გარკვეული სტერეოტიპების მსხვრევას. გადაცემა 2017 წლის შემოდგომიდან დაიწყება. მანამდე კი შესარჩევი კასტინგისთვის რეგისტრირდებიან მსურველები, რომელთან რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. აღსანიშნავია ისიც, რომ არა მხოლოდ უკრაინიდან არიან დაინტერესებულნი. ანკეტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან აგზავნიან გოგონები.
მონაწილეების ასაკობრივი ზღვარი 18-32 წლამდე უნდა იყოს. პროექტისთვის მხოლოდ 10 მონაწილე უნდა შეირჩეს, რომლებიც სვადასხვა სახალისო დავალებებს შეასრულებენ. მათ შესაძლებლობებს, სილამაზეს, სექსუალურობასა და მოხდენილობას კი პროფესიონალი ჟიურის წევრები შეაფასებენ.
კომენტარი