
„ამ დღის სულ მეშინოდა. ჯაბა აღარ მყავს..." - 12-წლიანი კომის შემდეგ მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა
12-წლიანი კომის შემდეგ მომღერალი ჯაბა ბოჯგუა გარდაიცვალა.
„ამ დღის სულ მეშინოდა. ჯაბა აღარ მყავს. შენით ვარსებობდი და შენით ვსუნთქავდი დედი.
სიცოცხლე შენს გამო მინდოდა. ჯაბა, ჩემო ერთადერთო...“, - წერს ჯაბას დედა, მანანა გვასალია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ჯაბა ბოჯგუა 12 წლის წინ დააპატიმრეს და ციხეში გულის შეტევა დაემართა, კომაში ჩავარდა და მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ვეღარ მოხერხდა.
კომენტარი