გრიგოლეთში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა
გრიგოლეთში ზღვამ შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ცხედარი ქუთაისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ლანჩხუთის მერის წარმომადგენლის, დავით გუმბარიძის ინფორმაციით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, 60 წლის მამაკაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მდინარე ჭოროხში დაიხრჩო. მისივე თქმით, გვამის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდა. მაშველები ოთხი დღის განმავლობაში სანაპირო ზოლზე სამძებრო სამუშაოებს ახორციელებდნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.
კომენტარი