
ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში 3 ქალაქი დაბომბეს - დაიღუპა 5 ადამიანი, დაშავდა 8
ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგი გაიდაი Telegram-ზე წერს, რომ რუსმა ოკუპანტებმა 3 ქალაქი - სევეროდონეცკი, რუბეჟნოე და ლისიჩანსკი დაბომბეს.
მისი თქმით, 5 ადამიანი დაიღუპა 8 კი დაშავდა.
დაზიანდა 32 ობიექტი, მათ შორის 7 ბინა, 9 კერძო სახლი, სკოლა, კინოთეატრი, ავტოფარეხები და სხვა ინფრასტრუქტურა.
კომენტარი