
ქართველები დღეს აქციას ნიუ იორკშიც გამართავენ
ქართველები დღეს აქციას ნიუ იორკშიც გამართავენ. აღნიშნულ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს.
ნიუ-იორკში აქცია საღამოს 6 საათზე იწყება. მისამართი: Bowling Green Park, Lower Manhattan. აქციაში მონაწილეობას იღებენ ქართველები ნიუ-იორკიდან, ნიუ-ჯერსიდან, კონექტიკუტიდან და პენსილვანიიდან. აქციას უერთდებიან პოლონური და ჩერქეზური სათვისტომოები. აქციას გააშუქებს ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის კორესპონდენტი აშშ-ში დავით ნიკურაძე.
კომენტარი