
"მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს გადააკეთოს თავისი მფლობელობაში მყოფი პარაგრაფის სასტუმრო ურეკში ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ცენტრად"
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"მე ჩემი ერთადერთი სახლი რომელიც მაქვს საქართველოში გადავეცი ემიგრანტებისთვის, კარანტინისთვის ისევე როგოც სანდრამ გადასცა თავისი სარეაბილიტაციო ცენტრი.
მე მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს გააკეთოს ის რაც გააკეთა ესპანეთში მთავრობამ - სასტუმროები და ტურისტული ობიექტები გადააკეთა საავადმყოფოდ.
გადააკეთოს თავისი მფლობელობაში მყოფი პარაგრაფის სასტუმრო ურეკში ემიგრანტების მისაღებ საკარანტინო ცენტრად, რათა აღარ იყოს საუბარი იმაზე, რომ დაბრუნებულ ქართველებს ვერსად ვერ ათავსებენ."
კომენტარი