
გარემოს ეროვნული სააგენტო ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის შესახებ იტყობინება
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ იტყობინება:
16-17 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი,17 იანვარს დაბლობსა და ბარში შესაძლებელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
17 იანვარს მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
კომენტარი