
პატრიარქი სამებაში 560 ჩვილს ნათლავს
დღეს, წმინდა ფილიპეს ხსენების დღეს, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 560 ჩვილს მონათლავს.
როგორც "პირWელს" სამების ახალგაზრდულ ცენტრში "ძლევაი" განუცხადეს, ხვალ ჩვილთა რიგით მე-20 საყოველთაო ნათლობა შუადღიდან დაიწყება.
ცნობისთვის, დღეისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში 9 683 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მე-3 და მომდევნო შვილები არიან.
ჩვილთა პირველი ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა.
კომენტარი