სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოვიდინფიცირებულ პაციენტებს პლაჟზე ასეირნებენ

ბარსელონაში, კლინიკა ჰოსპიტალ დელ მარის პერსონალი კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობის კურსის ფარგლებში ავადმყოფებს სანაპიროზე ასეირნებს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, ეს მეთოდი ინტენსიური თერაპიის მუშაობის ჰუმანიზაციაზე გათვლილი. სათანადოდ ეკიპირებულ მედმუშაკებს პაციენტები პლაჟზე საწოლებით გაჰყავთ. მათი თქმით, ეს გამოჯანმრთელების პროცესს ამარტივებს.

ესპანეთში კოროანვირუსის 239 932 შემთხვევა დადასტურდა, ინფექციას 27 127 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100