სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეცნიერები საკეისრო კვეთის სასიკვდილო საფრთხეებზე ალაპარაკდნენ

მეცნიერები საკეისრო კვეთის სასიკვდილო საფრთხეებზე ალაპარაკდნენ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Nature, სადაც ნათქვამია, რომ ახალშობილები, რომლებიც საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადნენ, უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან სხვადასხვა ინფექციებით დაინფიცირების, ვიდრე ბუნებრივად გაჩენილები.

კვლევებმა აჩვენა, რომ დედისგან ბუნებრივი მშობიარობის დროს, ბავშვის ორგანიზმში გროვდება სასარგებლო მიკროფლორა, თუმცა საკეისრო კვეთი დროს ეს მაჩვენებელი ბევრად მცირდება.

ბრიტანეთისა და ავსტრალიის მეცნიერებმა შეადარეს ბუნებრივად დაბადებულ და საკეისრო კვეთის შედეგად გაჩენილ ახალშობილთა ნაწლავის მიკროფლორა და შესამჩნევი განსხვავებები აღმოაჩინეს. კვლევის ფარგლებში 600-მდე ახალშობილს აკვირდებოდნენ.

აღმოჩნდა, რომ ბუნებრივ მშობიარობას ბავშვის ორგანიზმში ბაქტერიულ შემადგენლობაზე ბევრად უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე კვების მეთოდს. დადგენილია, რომ ბუნებრივი გზით დაბადებულებში, დედათა მიკროფლორა გადადის ჩვილების 74% -ში, საკეისრო კვეთით, ბავშვების მხოლოდ 12% იღებს მას. ამ შემთხვევაში, ჯანსაღი მიკროფლორა ძირითადად დედისგან გადადის.

ანალიზის თანახმად, ბუნებრივად დაბადებული ბავშვების ნაწლავებში, ცხოვრების პირველ კვირებში, უპირატესად უნდა აღინიშნოს ბიფიდობაქტერიები, Escherichia coli უვნებელი შტამები და ნორმალური მიკროფლორის სხვა წარმომადგენლები. მათ, ვინც საკეისრო კვეთის შემდეგ დაიბადა, აღმოაჩნდათ სტაფილოკოკები, ასევე ენტეროკოკებისა და კლოსტრიდიების პათოგენური ჯიშები, რომლებიც სამშობიაროს კედლებშივე ინფექციების პროვოცირებას ახდენენ.

ამასთან, მკვლევარებმა დაამატეს, რომ დაბადებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ნაწლავის მიკროფლორას შემადგენლობა ორივე კატეგორიის ჩვილებში ხდება დაახლოებით იგივე და ნორმალური. ამიტომ, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ისინი მზად არ იყვნენ დასკვნამდე, რომ საკეისრო კვეთა საზიანოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100