სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება ოთხ დღეს გაგრძელდა, ნიკოლას ქეიჯის ყოფილი ცოლი მსახიობისგან ქონების წილს ითხოვს

ვიზაჟისტმა ერიკა კოიკემ, რომელთანაც მსახიობმა ნიკოლას ქეიჯმა მარტის ბოლოს იქორწინა, ოთხ დღეში კი გაეყარა, ყოფილი ქმართან ქონებრივი დავა დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას TMZ იუწყება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნიკოლასმა და ერიკამ 23 მარტს ლას-ვეგასში იქორწინეს. ოთხ დღეში ხელი ისევ გააწერეს და ამის შემდეგ ქეიჯმა კოიკეზე ისაუბრა, თუ როგორი აგრესული და ანგარებიანი იყო, მისი ყოფილი შეყვარებული კი ნარკოტიკებით მოვაჭრე იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მსახიობმა ქორწინების ანულირება მოითხოვა, ცოლი კი არ იყო თანახმა, თუმცა ქეიჯი მას ფულს შეპირდა და დაიყოლია, განქორწინების საბუთებზე ხელი მოეწერა.

კოიკე ამას არ დაჯერდა და განაცხადა, რომ იმ დღეებში, სანამ ქეიჯის ცოლი იყო, სამსახურის რამდენიმე კარგი შემოთავაზება გაუშვა ხელიდან. გარდა ამისა, ქალი აცხადებს, რომ მსახიობის საქციელმა რეპუტაცია შეულახა და ცხოვრება დაუნგრია, ამიტომ, ყოფილი ქმრის ქონებიდან გარკვეული ფულადი კომპენსაცია მოითხოვა, თუმცა თანხის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100