სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრიტანეთში სპეცსამსახურებმა პედოფილების დაჯგუფების წევრები დააკავეს

დიდ ბრიტანეთში სამართალდამცველებმა საბავშვო პორნოგრაფიაში მონაწილეობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას The Daily Mail-ი ავრცელებს.

დაკავებულია 23 წლის სტივენ სტოტი და 34 წლის დინ ჯონსი. პოლიციის ცნობით, მათ ტელეფონებში საბავშვო პორნოგრაფიის ამსახველი ფოტოების გარდა, ბავშვების გაუპატიურების ვიდეოებიც იპოვეს.

გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ დაკავებული პედოფილები ინტერნეტში ჯგუფური ვიდეოზარებისთვის სპეციალურ სერვისს იყენებდნენ და ბავშვთა პორნოგრაფიის თემაზე გადაღებულ ვიდეორგოლებს აჩვენებდნენ. ამავე დროს ერთ-ერთი ასეთი ჩართვის დროს პირდაპირი ეთერის რეჟიმში აჩვენეს ბავშვებზე ძალადობის სცენაც.

პედოფილების დაკავების ოპერაცია დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და კანადის სპეცსამსახურების ერთობლივი მონაწილეობით მოხერხდა.

წყარო: imedinews.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100