სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბორჯომს" კახა კუკავა რუსეთში დააბრუნებს?

რუსეთის ფედარაციის მთავარი სანიტარი გენადი ონიშენკო, მოსკოვში ჩასულ ,,თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებს კახა კუკავასა და გიორგი ცანავას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესაძლო მექანიზმები. ონიშენკომ საკუთარი მოთხოვნები წაუყენა კუკავასა და ცანავას. როგორც რუსეთის მთავარმა სანიტარმა ,,თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებს განუცხადა, რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო და ,,ბორჯომი“ მანამ არ დაბრუნდება, სანამ საქართველო რუსეთის მოთხოვნებსა და ნორმებს არ დააკმაყოფილებს. რა ნორმებზე და მოთხოვნებზე იყო საუბარი, ონიშენკოს არ დაუკონკრეტებია.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ასევე შეხვდნენ ქართული დიასპორის ხელმძღვანელებს ალექსანდრე ებრალიძესა და ვლადიმერ ხომერიკსაც. შეხვედრაზე რუსულ–ქართული ურთიერთობების მომავალი განვითარების პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები იქნა განხილული.

დააბრუნებს თუ არა კუკავა–ცანავას დუეტი დიდ რუსეთში ღვინოსა და ,,ბორჯომს“, ამას დრო გვიჩვენებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100