სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯონი დეპის ცოლს 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება

ჯონი დეპის ცოლს, მსახიობ ემბერ ჰერდს 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება. პატიმრობის გარდა ლამაზმანს 7650 დოლარიანი ჯარიმის გადახდაც მოუწევს.

ქალს ავსტრალიის ტერიტორიაზე ცრუ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების დახმარებით ძაღლების უკანონოდ შეყვანა ედება ბრალად. ემბერმა უკვე აღიარა, რომ ყალბი დოკუმენტები გამოიყენა.

როგორც ცნობილია ინციდენტი 2015 წელს მოხდა. მაშინ ემბერმა კერძო თვითმფრინავით ორი იორკშერული ტერიერი ბუ და პისტონი სპეციალური ნორმების დაცვის გარეშე ჩაიყვანა ავსტრალიაში. სამართალდამცავებმა მას 48 საათი მისცეს ძაღლების უკან აშშ-ში გასამგზავრებლად, მაგრამ დების ცოლმა მათ არ მოუსმინა.

სასამართლო პროცესი ავსტრალიაში დღეს დაიწყო, რას გადაწყვეტს მოსამართლე ჯერ-ჯერობით უცნობია.

„გვესმის, რომ ჯონი დეპი პატივსაცემი ადამიანია, მაგრამ კანონდარღვევა არავის ეპატიება“ - აცხადებენ ავსტრალიელი სამართალდამცავები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100