პოლ მაკარტნი, რინგო სტარი, ერიკ კლეპტონი და სხვები – ვარსკვლავების პირველი კომენტარები ჯო კოკერის სიკვდილზე
როგორც უკვე ყველამ გაიგო, ლეგენდარული შემსრულებელი ჯო კოკერი 70 წლის ასაკში ფილტვის კიბოთი გუშინ გარდაიცვალა. ის ცნობილია ისეთი დიდი ჰიტებით, როგორებიცაა “You Are So Beautiful”, “Up Where We Belong”, “Noubliez Jamais”, “Unchain My Heart”, “My Father’s Son”, “You Can Leave Your Hat On” და სხვები… მომღერლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ცნობილი ადამიანები უკვე გამოთქვამენ მწუხარებას და სოციალურ ქსელებში სამგლოვიარო განწყობას გამოხატავენ. გთავაზობთ ვარსკვლავების პირველ კომენტარებს:
ერიკ კლეპტონი: “კიდევ ერთი საშინელი ამბავი! ახლახან გავიგეთ, რომ ჩვენი მეგობარი ჯო კოკერი გარდაიცვალა. 70-ის იყო. მშვიდად განისვენე, ჯო…”
ლენი კრავიტზი: “ჯო კოკერ, გმადლობთ, რომ შენი სული გაგვინაწილე! მშვიდად განისვენე…”
რინგო სტარი: “ნახვამდის, ჯო კოკერ, ერთ-ერთი შენი მეგობარი გემშვიდობები. უფალი იყოს შენი მფარველი. სულიერ სიმშვიდესა და სიყვარულს გიგზავნი…”
ბრაიან ადამსი: “ჯო კოკერი გარდაიცვალა. მშვიდობით განისვენე, ჩემო კარგო მეგობარო. შენ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი იყავი, ხარ და იქნები! #respect #verysad #hugeinfluence #whenthenightcomes”
რონან კიტინგი: “რა სამწუხაროა ჯო კოკერის გარდაცვალება! რა საოცარი და უნიკალური ხმა დავკარგეთ… მშვიდობით განისვენე.”
Roxette: “ჯო კოკერი გარდაიცვალა. ნამდვილად საშინელი სიახლეა! ხშირად გადავყრივართ ერთმანეთს სხვადასხვა სტუდიაში… შესანიშნავი კაცი იყო გამორჩეული და განსაკუთრებული ხმით. მართლა ყველას მოგვენატრება…”
ბეთ ჰარტი: “The Beatles-ის ჯო კოკერისეული ვერსია ჩემი საყვარელი სიმღერა იყო. მშვიდად განისვენე, ჯო… საშინლად მოგვაკლდები.”
პოლ მაკარტნი: “ნამდვილი ტრაგედიაა ჯოს გარდაცვალება. ის ერთი ჩრდილოეთელი ბიჭი იყო, რომელიც ძალიან მიყვარდა და ისევე, როგორც სხვები, ვაღმერთებდი მის ნიჭს. განსაკუთრებულად მესიამოვნა, როცა ჩვენი ‘With A Little Help From My Friends’ იმღერა. მახსოვს, როგორ მოდიოდა ხოლმე თავდაპირველად და როგორ მასმენინებდა ჩანაწერს. ნამდვილი საოცრება იყო! მან ეს სიმღერა სასულიერო ჰიმნად აქცია და ამისათვის ყოველთვის უზომოდ მადლიერი ვიქნები! წლების განმავლობაში ვიცნობდი, როგორც ძალიან კარგ მეგობარს და ისე მეწყინა, როცა გავიგე, რომ ავადმყოფობდა… დღეს კი გავიგე, რომ გარდაიცვალა. შესანიშნავი ადამიანი იყო – უსაყვარლესი პიროვნება, რომელმაც სამყაროს უამრავი შეუფასებელი რამ დაუტოვა. ყველას ძალიან მოგვენატრები, ჯო…”
კომენტარი