
მესტიისა და ლენჯერის თემი 2 სექტემბერს გაიხსნება
მესტიისა და ლენჯერის თემი სავარაუდოდ, 2 სექტემბერს გაიხსნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უფრო და უფრო გაფართოებულია ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელი.
„მთლიანად ქვეყანაში ტესტირებულია 376 ათასამდე ადამიანი და დღეში ჩვენ 4800-მდე PCR ტესტირებას ვაკეთებთ. ქვეყანაში ინფექციის თვალსაზრისით, რამდენიმე საყურადღებო წერტილი კვლავ რჩება. ეს არის მესტია, სადაც სიტუაცია უკვე დამშვიდდა, დიდი ალბათობით ოთხშაბათიდან სრულდება კარანტინში მყოფ მოქალაქეთა მე-12 დღეს გამოკვლევა. 85-90%-მა დატოვა საკარანტინო სივრცეები და სულ რამდენიმე ადამიანია, რომელიც დღეს, ხვალ და ზეგ გაიტესტება. ვფიქრობ, რომ ორ სექტემბერს მესტიისა და ლენჯერის თემი გაიხსნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარი