
კასპში 7 წლის ბიჭის ცხედარი ნაპოვნია
კასპში, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი 7 წლის ბიჭის ცხედარი ნაპოვნია.
ლუკა ბარნოვის ცხედარი წყალმა მცხეთასტან გამორიყა. ბარნოვი რამდენიმე დღის წინ კასპში მეგობრებთან ერთად თამაშობდა, რა დროსაც მდინარეში ჩავარდა. ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მაშველები ცხედარს 3 დღე ეძებდნენ .
კომენტარი