სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართული ოცნების“ მთავარი სახეების ვინაობა უკვე ცნობილია

იმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილის „ქართული პარტიის“ საინიციატივო ჯგუფის პრეზენტაცია დღეს, 12 საათზე იგეგმებოდა, როგორც ყოველთვის, ინფორმაციამ ოლიგარქის გარემოცვიდან გაჟონა და მთავარი სახეების ვინაობა უკვე ცნობილია.

„ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფში იქნებიან ექსპერტები გიორგი ვოლსკი, ნოდარ ხადური და თედო ჯაფარიძე, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, მათემატიკოსი ივანე კიღურაძე, ფეხბურთელი კახი კალაძე, უფლებადამცველები მანანა კობახიძე და სოზარ სუბარი, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია და ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე. საინიციატივო ჯგუფს თავად მილიარდერი ივანიშვილი წარადგენს.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100