სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე ინფორმირებულია - რა უთხრა ომბუდსმენმა ზურაბიშვილს

სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქმის კურსშია. დეტალური ინფორმაცია მას ომბუდსმენმა მიაწოდა.

ცნობილია ისიც, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით მოქმედი პრეზიდენტი ექიმებსაც ესაუბრა, თუმცა ჯერჯერობით ისევ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილის მივაწოდე ინფორმაცია ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ და ინფორმაცია, რაც ვნახე „ვივა-მედში“ და მან მითრა, რომ ის კონტაქტობს ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანის ორგანიზაციასთან,ს აქმის კურსში არიან, თვალყურს ადევნებენ და მადლობა გადამიხადა მიწოდებული ინფორმაციისთვის, - თქვა ომბუდსმენმა.

სახალხო დამცველმა ასევე თქვა, რომ სასამართლო მეგობრის სტატუსით სასამართლოში შუამდგომლობა შეიტანოს. ლომჯარია პირდაპირ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ძალიან დასუსტებულია და მის ასეთ მდგომარეობაში ნახვას და ელოდა.

ნამდვილად სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ სასამართლო მეგობრის მოსაზრებით ან რეკომენდაციით შესაბამის უწყებებს. ეს გაგვიკეთებია ანალოგიურ შემთხვევებში და არ გამოვრიცხავ, რომ თუ საჭირო გახდა, გავაკეთოთ ანალოგიური. პირადად მე ვერ წარმომადგინე, არ ველოდი, რომ სიტუაცია იქნებოდა ასეთი მძიმე. არ ველოდი, რომ იქნებოდა ასე დასუსტებული ფიზიკურად. თავად ექიმებიც ადგილზე აღიარებენ, რომ მისი დინამიკა ნევროლოგიური მიმართულებით თუ სხვა მიმართულებით არის ნეგატიური, - აღნიშნა ლომჯარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100