პოზიტივიზმი – თეორია და იდეოლოგია
პოზიტივიზმი — XIX საუკუნის შუა წლებში ოგიუსტ კომტის მიერ ჩამოყალიბებული ფილოსოფიური თეორიაა (რელიგია), რომლის მიხედვით, ერთადერთი ჭეშმარიტი ცოდნა არის მეცნიერული ცოდნა, რომელიც თეორიების მეცნიერული შემოწმების საშუალებით მიიღწევა. ამ შეხედულებას მეცნიერების იდეოლოგიადაც მოიხსენიებენ.
კომტის მიხედვით, ჭეშმარიტების ძიების პროცესში, საზოგადოება სამ თანმიმდევრულ სტადიას გადის: თეოლოგიურს, მეტაფიზიკურს და პოზიტიურს (ანუ მეცნიერულს). თეოლოგიურ ფაზაში, ადამიანებს ღმერთის უმაღლესი ძალის სწამთ, საზოგადოებას კი ღმერთის „წარმომადგენლები“ მართავენ. ადამიანებს სჯერათ რელიგიური დოქტრინების და მათთან დაკავშირებით კითხვები არ ებადებათ. მეტაფიზიკურ ფაზაში ჩნდება და ძლიერდება იდეა ადამიანის უნივერსალური და განუყოფელი უფლებების შესახებ, ძლიერდება ამ უფლებების პატივისცემა. მესამე სტადიისათვის კი დამახასიათებელია პიროვნების მნიშვნელობის კიდევ უფრო ზრდა. აღარ არსებობს უზენაესი ავტორიტეტი, რომელსაც ადამიანები ემორჩილებიან — ყოველივეს პიროვნებათა თავისუფალი ნება განსაზღვრავს.
კომტის მიხედვით, დასავლური ცივილიზაციისათვის პირველი სტადია დასრულდა განმანათლებლობის ეპოქით, მეორე – საფრანგეთის რევოლუციით.
კომენტარი