მამუკა არეშიძის საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილეს სახეში მჟავა შეასხეს
გუშინ სოციალურ ქსელ Facebook-ზე მამუკა არეშიძემ გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია:
„ყველას, ყველას ყველას! პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ გარდაბნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის , მამუკა არეშიძის საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილეს, ბუბა დვალს უცნობი პირები საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან დახვდნენ და სახეში მჟავა შეასხეს. ბუბა დვალი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.“
ამ დროისათვის ბუბა დვალის მდგომარეობა კრიტიკულია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
კომენტარი