ბრიტანეთში, მატარებლების შეჯახების შედეგად, 20-მდე მგზავრი დაშავდა
გაერთიანებულ სამეფოში, სოლსბერიში სარკინიგზო ავარია მოხდა - ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა. შედეგად, 20-მდე ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ BBC წერს. სულ 17 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში. არსებული ინფორმაციით, ჯერ ერთი მატარებელი შეეჯახა გვირაბში არსებულ კონსტრუქციას, შემდეგ კი, მას მეორე მატარებელმა დაარტყა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადის 50-მდე თანამშრომელი მუშაობდა. შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა.
კომენტარი