სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკული პრესის ცნობით, ლიბიაში არა მუამორ კადაფი, არამედ მისი ორეული მოკლეს

მამაკაცი, რომელიც ქალაქ სირტიში ამბოხებულებმა მოკლეს, ლიბიელის დიქტატორი მუამარ კადაფი არ არის. ამის შესახებ ინგლისურენოვანი გამოცემა "ვატანი" (გამოდის ამერიკაში) იუწყება, რომელიც ინკოგნიტო რუს ექსპერტს ეყრდნობა.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, მოკლულია კადაფის ერთ-ერთი ორეული, სახელად ახმიდი. ექსპერტი აცხადებს, რომ აქვს ამის დამადასტურებელი ფაქტები, მათ შორის, კადაფის დაპატიმრების ამსახველი ვიდეოკადრები.
"ბევრი დაადასტურებს, რომ კადაფის ტყვედ აყვანის დროს ლიბიაში მოღრუბლული იყო და წვიმა მოდიოდა, კადრში კი მზე ანათებს. ასევე, კადაფის შავი თმები აქვს. კადრში კი მამაკაცს მუქი ყავისფერი თმა აქვს. ამასთან, ცხედარს, რომელიც ჰოსპიტალში მიიტანეს, ორი ტყვიისგან მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. ვიდეოჩანაწერზე კი კიდევ ერთი, თავში ნასროლი ტყვიის კვალი აქვს”, – აცხადებს რუსი ექსპერტი.
მუამარ კადაფის, როგორც გამოცემის წყარო აღნიშნავს, გადატანილი აქვს ოპერაცია მუცლის არეში, რომელმაც პოლკოვნიკს დიდი ნაიარევი დაუტოვა. ცხედარს კი, რომელიც საჯაროდ გამოიტანეს, ქირურგიული ჩარევის კვალი არ აღენიშნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100