სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე თანამდებობიდან გადადგა

უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძე თანამდებობიდან გადადგა. დეკანოიძე გამოდის ინიციატივით, ჩატარდეს კონკურსი ახალი ხელმძღვანელის შესარჩევად.

„ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში მე გავაკეთე ყველაფერი, რაც კი შემეძლო, რათა ყველა ეს პრინციპი დაცული ყოფილიყო. მე, როგორც პირობა დავდე, წლის განმავლობაში შევქმენი ფუნდამენტი ახალი ეროვნული პოლიციის განვითარებისთვის. მე თქვენი და თქვენი ინტერესების ერთგული დავრჩი ბოლო წუთამდე. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი უფლებამოსილება და სურვილი არ აღმოჩნდა საკმარისი ცვლილებებისთვის. ჩემი ფუნქცია შესრულებულია და, შესაბამისად, გადადგომის შესახებ ვაკეთებ განცხადებას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხატია დეკანოიძის გადადგომის შესახებ განცხადება დააკმაყოფილა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100