48 წლის მამაკაცი რომელმაც სამი პოლიციელი მოკლა გარდაცვლილი იპოვეს
48 წლის მამაკაცმა, რომელმაც საფრანგეთში სამი პოლიციელი მოკლა და ერთი დაჭრა გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევა საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში მოხდა, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცმა სამართალდამცავებს ცეცხლი მაშინ გაუხსნა, როდესაც ისინი გამოძახებაზე მივიდნენ და ცდილობდნენ დახმარებოდნენ ქალს რომელიც სავარაუდოდ, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. ამის შემდეგ მამაკაცმა სახლს ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცავებმა ქალის გადარჩენა შეძლეს.
პოლიციელების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა და მათ გმირები უწოდა. ემანუელ მაკრონმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სამართალდამცავებმა თავისი სიცოცხლე ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დასაცავად გაწირეს.
კომენტარი