სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, დავრჩები კოალიციის ლიდერად" - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია კოალიცია "ცვლილებისთვის" საპარლამენტო სიაში არ იქნება - ამის შესახებ კოალიცია "ცვილილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ის კვლავ რჩება კამპანიის ხელმძღვანელადა, კოალიციის ლიდერად და "ახალის" ლიდერადაც.

გვარამია ამბობს, რომ მისი სურვილია, პარლამენტში გზა ახალ ადამიანებს გაეხსნათ.

"პოლიპატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ, პირველივე წუთებში საზოგადოებას ვამცნე ჩემი დამოკიდებულება, რომ მივდიოდი ტელევიზიიდან და ვიწყებდი პოლიტიკურ საქმიანობას იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი შეცვლილიყო და ახალი ადამიანები მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. ახალ ადამიანებში ვგულისხმობ არამხოლოდ ახალ თაობას, არამედ იმ ხალხს ვინც აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილა და ვისაც შეუძლია ქვეყნის შეცვლა და ვისაც არ ამძიმებს წარსული შეცდომები თუნდაც და ამ მხრივ უპირატესობას არ აძლევს "ოცნების" პროპაგანდას.

დღეს მივიჩნევ, რომ ერთი ნაწილი ჩემი დაპირებისა საზოგადოებისადმი არის შესრულებული. მე და ნიკა მელიამ შევქმენით პარტია "ახალი", რომელიც შედგება იმ ადამიანებისგან, ვისაც შეუძლია ცვლილებები და ვის მხრებზეც წარსული შეცდომები არ არის. მერე შეიქმნა კოალიცია, დაგვემატნენ გირჩი და დროა, ის ხალხი, ვინც აბსოლუტურად იზიარებს ჩვენს დამოკიდებულებებს და ჩვენ ვიზიარებთ მათ დამოკიდებულებებს და დღეს ჩვენი ოთხეული და ჩვენი გუნდები არის ის ხალხი, ვინც ჩემთვის უკიდურესად კომფორტულია, ვისშიც მე სრულად დარწმუნებული ვარ ქვეყნის ინტერესებისადმი ერთგულების თვალსაზრისით და ვისაც ვენდობი ბოლომდე.

მე მინდა შევასრულო დაპირების მეორე ნაწილი.
მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მიმაჩნია რომ უნდა დავრჩე პარტიის, კოალიციის ლიდერად და ყველაფერი გავაკეთო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისთვის და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. კვლავ მე ვრჩები კამპანიის ხელმძღვანელადაც, მე ვრჩები კოალიციის ლიდერადაც, მე ვრჩები პარტია "ახალის" ლიდერადაც, მაგრამ პარლამენტში მინდა რომ გზა გაეხსნას ახალ ადამიანებს" -განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100