
რეპერი ფროდიჯი 43 წლის ასაკში ლას ვეგასში გარდაიცვალა
დუეტ Mobb Deep-ის წევრი რეპერი ფროდიჯი 43 წლის ასაკში ლას-ვეგასში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ რეპერს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, კერძოდ, მას ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია აწუხებდა. დუეტი Mobb Deep 90-ან წლებში ჩამოყალიბდა და მისი წევრები ფროდიჯი და ნავოსი იყვნენ.
კომენტარი