სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯოზეფ ბორელი თბილისშია

ჯოზეფ ბორელი თბილისშია. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თვითმფრინავი აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაჯდა. ის ახლა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაემგზავრა.

რა გზავნილებით ჩამოვიდა და რა აქვს სათქმელი ქართველი ხალხისთვის - ეს თბილისის დროით ზუსტად რვის ნახევარზე გახდება ცნობილი. ბორელი პირველ განცხადებას სწორედ ამ დროს გააკეთებს.

ევროპელ მაღალჩინოსანს აეროპორტში ილია დარჩიაშვილი დახვდა. მძიმე შეხვედრების დაწყებამდე, საგარეო საქმეთა მინისტრი თავდაჯერებული ჩანდა და ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ სანერვიულო არაფერია, რადგან ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ყველაფერი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100