
სისხლიანი დედის დღე აშშ-ში
სისხლიანი დედის დღე აშშ-ში, ბოლო მონაცემებით დაჭრილია 19 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ინციდენტი 2013 წლის 12 მაისს მოხდა. ახალ ორლეანის (ლუიზიანას შტატი) ერთ-ერთ ქუჩაზე უცნობმა პირებმა ხალხს ცეცხლი გაუხსნეს.
მოგეხსენებათ ყოველი წლის მეორე კვირა დღეს აშშ-ში დედის დღეს სპეციალური აღლუმით აღნიშნავენ, ტრაგედია სწორედ ამ აღლუმზე მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით სროლა 2 სხავადსხვა ტიპის იარაღიდან განხორციელდა, ცნობილია ისიც, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს 18-22 წლამდე ასაკის ადამიანის გარეგნობა ჰქონდა. ამ დროისთვის შტატის პოლიცია თავდამსმელების ძებნით არის დაკავებული.
კომენტარი