
რუსეთ-აშშ-ს მოლაპარაკებებს სსო-ში გაწევრიანებაზე ღორის ხორცი აფერხებს
აშშ-სა და რუსეთს სსო-ში რუსეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ დაუსრულებიათ, რადგანაც მხარეებს შორის ამ დროისათვის ღორის ხორცის იმპორტის თემაა შესათანხმებელი.
რუსეთის ეკონომიკის მინისტრის ელვირა ნაბიულინას განცხადებით, რუსეთმა და აშშ-მ მოახერხეს, რომ მოლაპარაკებების პროცესში წინ წასულიყო.
"ახლოს ვართ ამერიკელებთან საერთო თანხმობის მიღწევაში, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ იმოქმედებს ეს რეჟიმი და როგორ იქნება ფორმირებული ვმო-ს ნორმებთან შესაბამისობაში"- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მხარეებს შორის ასევე განიხილება გარდამავალ პერიოდში, საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე, სამრეწველო მოსაკრების საკითხიც.
კომენტარი