
ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა 60 საცხოვრებელ სახლს, წააქცია 25 ხე და დააზიანა 5 ავტომანქანა
ძლიერმა ქარმა პრობლემები შეუქმნა იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის, რეგიონიდან შემოსულია 210 შეტყობინება.
ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა 60 საცხოვრებელ სახლს, წააქცია 25 ხე და დააზიანა 5 ავტომანქანა.
სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეხანძრე - მაშველები ამ წუთებში სამაშველო ღონისძიებებს განაგრძობენ. რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 150 მეხანძრე-მაშველი.
ძლიერი ქარის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან შემოსულია 57 შეტყობინება.
ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი გადახადა და დააზიანა ხეები
კომენტარი