
ბათუმის ბულვარში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
ბათუმის ბულვარში BMW-ს მარკის ავტომობილს, რომელიც გაჩერებული იყო, ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.
ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლის შედეგად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
კომენტარი