სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რასმუსენი: ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მხრივ საქართველო მოდელი ქვეყანაა

დასრულდა საქართველოს პრეზიდენტისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა, რის შემდეგაც მხარეებმა ოფიციალური განცხადებები გააკეთეს და მედიის შეკითხვებს უპასუხეს.

ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოში ბოლო დროს გატარებული წარმატებული რეფორმების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ალიანსთან თანამშრომლობის, ურთიერთობის, ასევე, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მხრივ "მოდელი"ქვეყანაა.

რასმუსენმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ISAF-ის სამშვიდობო მისიაში საქართველოს წარმატებული მონაწილეობის შესახებ და განაცხადა, რომ საქართველო აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობით ზრუნავს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ისე მსოფლიო უსაფრთხოების შექმნაზე.

"საქართველო ნატოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია... 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე შევთანხმდით, რომ საქარველო გახდება ნატოს წევრი. ეს გადაწყვეტილება მყარად რჩება ძალაში. ნება მიბოძეთ დავადასტურო , რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღირებულ საზღვრებში. ალიანსი არ სცნობს საქრთველოს რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს," - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელმაც საქართველოს მომავალი წარმატებები უსურვა.

თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი. ასევე, ისაუბრა საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში უცხოელი დამკვირვებლების ჩართულობაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100