
24 წლის შაკო შუკვანი დღეს დილით გარდაიცვალა
24 წლის შაკო შუკვანი, რომელიც ლეიკემიას ებრძოდა, დღეს დილით გარდაიცვალა. ინფორმაცია დრონი.ჯი-ს ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.
ნიჭიერი მხატვრის პრობლემა 8 თვის წინ დაიწყო, როცა თავი შეუძლოდ იგრძნო და ექიმებმა მძიმე დიაგნოზი - ლიფობლასტური ლიმფომა დაუდგინეს. შაკოს თურქეთში გადაყვანა აუცილებელი გახდა, ოჯახმა ყველა რესურსი გაიღო, მესტიაში ჩატარდა საქველმოქმედო საღამო და შაკოს ქიმიოთერაპიის 2 კურსი თურქეთში ჩაუტარდა. მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ ვერაგი დაავადება მესამე კურსის მერე პროგრესირდა და მწვავე ლეიკემიად ჩამოყალიბდა.
კომენტარი