სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გუშინ კიდევ ერთი ოჯახი ამოწყვიტა მკვლელმა" - მოკლული მახარაძის ნათესავი ღარიბაშვილის მიმართავს

ვაკეში, გუშინ მოკლული ლაშა მახარაძის ნათესავი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და მკვლელობის ახალ დეტალებზე საურობს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ, თუმცა ამ ადამიანის თხოვნით, მის ვინაობას არ ვასახელებთ.

„არ მომწონს, როდესაც ჩემს მიერ არჩეული ხელისუფლება დღე და ღამთავის მართლების რეჟიმშია და კრიმინალური მდგომარეობის სტატისტიკას “მიფრიალებს”… რად მინდა სტატისტიკა, აგერ ფაქტი:

გუშინ კიდევ ერთი ოჯახი ამოწყვიტა მკვლელმა, რომელიც სააღდგომოდ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეწყალების (და არა ყბადაღებული ამნისტიის) საფუძველზე გამოუშვეს ციხიდან, სადაც, თურმე, უახლოესი მეგობრის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ახლა დავბრუნდი უბედური ოჯახიდან, რომელშიც ერთი სიფრიფანა ქალიღა დარჩა. შარშან ერთი ვაჟი, ერთადერთი შვილიშვილი და რძალი ავარიის შედეგად დაეღუპა, ახლა კი მეორე და უკანასკნელი შვილი მოუკლა არაკაცმა, რომელიც, ბედის ირონიით, დიდად იყო დავალებული ამ ოჯახის წინაშე… პანაშვიდზე მყოფი ხალხი ერთხმად ამბობდა, რომ მკვლელის – გიორგი ოქროპირიძის (მეტსახელად “ოქრიკა”) დედა “ქართული ოცნების” აქტივისტია და რომ კოალიცია მას ხელს დააფარებს და გააპარებს… ისიც ითქვა, რომ მკვლელი შსს–სმაღალჩინოსნის მანქანით იყო მისული, თან რუსული ნომრით და არხეინად განაგრძო გზა… ჰო, ისიც ითქვა, რომ მკვლელი მოსაკლავი ბიჭების გრძელი სიით გამოსულა ციხიდან და ამაზე ხმამაღლა ტრაბახობდა…. რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მეც, ვეცადეთ დაგვერწმუნებინა ისინი, რომ „ქართული ოცნება“მკვლელს ხელს არ დააფარებს და იგი, ამჯერად მაინც, საკადრისად დაისჯება… იმედია, სასწრაფოდ მოახდენთ რეაგირებას ამ საზარელ ფაქტზე და მკვლელს დროზე დაიჭერთ… თუ არა, მაშინ ახლავე გაფრთხილებთ, რომ კიდევ მინიმუმ ერთი მკვლელობა მოხდება და ამჯერად თავად ნაძირალა „ოქრიკას“მოკლავენ, რის გამოც კიდევ ერთ (ან მეტ) ახალგაზრდას მოუწევს ციხეში ჩაჯდომა…

ბატონო ირაკლი, დაიცავით მეგობრის სიკვდილით და მთელი ოჯახის განადგურებით „გამწარებული“ჩვენი ბიჭები… ნუ დაუშვებთ შურისძიების განხორციელებას უდანაშაულო ბიჭების მხრიდან… ხალხს თქვენი იმედი აქვს!!! გთხოვთ!!!

პატივისცემით თ.ფ“, – წერს ოჯახის ნათესავი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100