სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სოციალური პარტნიორობის“ 2014 წლის ანგარიში

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ – უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც საერთაშორისო აუდიტი გაიარა. ფონდის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა საერთაშორისო აუდიტორული კომპანის “KPMG Georgia”–ს დასკვნა 2014 წელს ფონდის მუშაობის შესახებ.

საქველმოქმედო პროგრამებზე დახარჯულმა ფონდის საერთო ბიუჯეტმა 1 239 650 ლარი შეადგინა.

2014 წელს ფონდმა „სოციალური პარტნიორობა“–მ ქობულეთში გახსნა პანსიონი ბავშვებისთვის, რომლებსაც არაადამიანურ პირობებში უხდებოდათ ცხოვრება აჭარის მაღალმთიან რაიონებში. 20 ბავშვი შიმშილობდა, არ დადიოდა სკოლაში, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის უქონლობის გამო ფონდის პანსიონში, ისინი სრულიად უფასოდ კომფორტულ პირობებში ცხოვრობენ, იღებენ ოთხჯერად ჯანსაღ, სრულფასოვან კვებას, ასევე უზრუნველყოფილნი არიან ახალი ტანსაცმლით და სასკოლო ნივთებით, დადიან სკოლაში, დამატებით ემზადებიან რეპეტიტორებთან და გააჩნიათ ყველანაირი პერსპექტივა საუკეთესო მომავლისთვის!

2014 წელს გააგრძელა მუშაობა თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლმა, სადაც ათი, მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვი ცხოვრობს, როგორც უზრუნველყოფილ ევროპულ ოჯახში. მათ უვლიან სერტიფიცირებული აღმზრდელები, ბავშვები სწავლობენ უცხო ენებს და დადიან სპორტზე.

„შინმოვლის“ პროგრამის ფარგლებში 510 მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვული, სოციალურად დაუცცველი ადამიანი ფონდისგან „სოციალური პარტნიორობა“ მთელი წლის განმავლობაში იღებდა სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებს, საკვებს და კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას. ფონდის მიერ აღმოჩენილი დახმარება მათთვის არსებობის და გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო.

ასევე 2014 წელს ფინანსური დახმარება მიიღო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფმა 18 მრავალშვილიანმა ოჯახმა. მათ თითო ბავშვზე თვეში 100 ლარი ერიცხებოდა საკვები პროდუქტების შესაძენად.

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ საქართველოში 2012 წლის 12 აპრილს დაფუძნდა. ფონდი სასიცოცხლო დახმარებას უწევს მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვულ ხანდაზმულებს, მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს. ფონდის ოპერირების ქვეშ იმყოფება მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი თბილისში და პანსიონი ქობულეთში. ამჟამად ფონდი მზრუნველობას უწევს 700 ადამიანს, რომელთა შორის 90 ბავშვია.

ფონდის ოფიციალური ვებ–გვერდი: www.fsp.ge

ფეისბუკის გვერდი: https://www.facebook.com/SocialPartnership

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100